24 სექტემბერი 2026,   19:51
ვრცლად
ელიზბარაშვილის საქმეზე დაზარალებულების ადვოკატი: თუ ელიზბარაშვილი მოინანიებდა, შეგვეძლო მისი მდგომარეობა შეგვემსუბუქებინა. მან გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა - ეს სიცრუეა და ვაპირებთ სამართლებრივ რეაგირებას

თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე დაზარალებულების ადვოკატის, არჩილ ბერიანიძის განცხადებით, ბრალდებულის მხარემ დაზარალებულებთან კომუნიკაცია საკუთარი ინიციატივით დაამყარა.

ადვოკატის განმარტებით, დაზარალებულები მზად იყვნენ, ბრალდებულის სამართლებრივი მდგომარეობის შესამსუბუქებლად გარკვეული ნაბიჯები გადაედგათ იმ შემთხვევაში, თუ ელიზბარაშვილი ჩადენილს მოინანიებდა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თითქოს მასზე ფიზიკურად იძალადეს. ბერიანიძე აღნიშნულს „მტკნარ სიცრუეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ფაქტზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ.


„ჩვენ, როგორც დაზარალებულებს, ჩვენი ინიციატივით არ მიგვიმართავს ბრალდებული მხარისთვის და მათი უფლებადამცველი ადვოკატებისთვის. თავად მათი ინიციატივით მოხდა ჩვენთან დაკავშირება და მათ სურდათ ჩვენი, როგორც დაზარალებული მხარის პოზიციის გაგება. რამდენიმე ადვოკატთან გავაჟღერეთ ეს პოზიცია, რომ თუკი თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და მოინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას ჩვენი მხრიდან იყო შესაძლებლობა, რომ გარკვეული პოზიციები დაგვეფიქსირებინა, რაც მას შეუბსუბუქებდა სამართლებრივ მდგომარეობას. თუმცა, აღნიშნულის შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მხრიდან კვლავ გადაიდგა ნაბიჯები, კონკრეტულად, მან გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. ეს გახლავთ მტკნარი სიცრუე, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ვაპირებთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. როგორც მე მაქვს ინფორმაცია დაზარალებულებისგან იქამდე სანამ, მე, როგორც მათი უფლებადამცველი ადვოკატი ჩავერთვებოდი სისხლის სამართლის საქმეში, უშუალოდ მათთან ჰქონდათ სურვილი ბრალდებულის ადვოკატებს კომუნიკაციის და პირადად მათგან სურდათ მოესმინათ პოზიცია სისხლის სამართლის საქმეზე. ჩემი ჩარტის შემდგომ პირადად მე დამიკავშირდნენ“- განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები