24 სექტემბერი 2026,   21:30
ვრცლად
ლაშა დარსალია, გაეროს 81-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე სპიკერის რანგში წარდგა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, გაეროს 81-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე სპიკერის რანგში წარდგა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სამხრეთ და ცენტრალური აზიის ბიუროს ცნობით, შეხვედრაზე ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტისა და "მშვიდობისა და კეთილდღეობის საერთაშორისო ტრამპის მარშრუტის" განვითარება განიხილეს.

ამერიკის შეერთებული შტატების აღნიშნული ინიციატივები ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და ევროპის დაკავშირებას, ასევე რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობისა და ინფრასტრუქტურის გაძლიერებას ემსახურება.

დღის ამბები