26 მაისი განსაკუთრებით აღინიშნა რუსთავში. ეს დღე, დამოუკიდებლობის სახელობის სკვერში წელს პირველად იზეიმეს.
26 მაისის სკვერი და გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებით, საბავშვო- გასართობი და შემეცნებითი აქტივობებით იყო დატვირთული. დამოუკიდებლობის დღე რუსთავში საზეიმო კონცერტით დასრულდა.