29 ივნისი 2026,   11:26
ვრცლად
დაიწყო თუ არა უკრაინამ კონტრშეტევა - ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, ამერიკელი მაღალჩინოსანი კი ამბობს, რომ არმიამ "ოპერაციების ფორმირება დაიწყო"

რუსი სამხედრო ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინამ ბახმუტში კონტრშეტევა დაიწყო, ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება. ცნობა უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეტევაზე გადასვლა უკრაინის არმიისთვის ჯერ ადრეა.

CNN-ს ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ძალების წინააღმდეგ მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ ოპერაციების ფორმირება დაიწყეს, რაც მოიცავს დარტყმების განხორციელებას ისეთ სამიზნეებზე, როგორიცაა იარაღის საცავები, სამეთაურო ცენტრები, ჯავშანტექნიკა და საარტილერიო სისტემები, რათა ბრძოლის ველი ძალების წინსვლისთვის მოამზადონ. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით, ეს არის სტანდარტული ტაქტიკა, რომელსაც კომბინირებული ოპერაციების წინ ასრულებენ. თუმცა, მაღალჩინოსანი განმარტავს, რომ ფორმირების ოპერაციები შეიძლება მიმდინარეობდეს შეტევის დაწყებამდე მრავალი დღით ადრე.

დღის ამბები