29 ივნისი 2026,   13:42
ვრცლად
მუნდიალის პირველი 1/8 ცნობილია - კანადის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკა დაამარცხა

მუნდიალის პირველი 1/8 ცნობილია - მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყნის, კანადის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკელები დაამარცხა. მატჩის ბედი მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე გადაწყდა - კანადელთა შეტევა სტივენ ეუშ-ტაკიომ გოლით დააგვირგვინა.

კანადის მეტოქე მერვედფინალში ნიდერლანდებსა და მაროკოს წყვილში გამარჯვებული იქნება – შეხვედრა 4 ივლისს შედგება.

მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ტიტულისთვის ბრძოლას 32 ნაკრები განაგრძობს.

დღეს კი ერთმანეთს ბრაზილიისა და იაპონიის ნაკრებები დაპირისპირდებიან.

ჰუსტონის სტადიონზე მატჩი თბილისის დროით, საღამოს 21:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები