29 ივნისი 2026,   18:27
ვრცლად
თიანეთში სახელმწიფო ტყის ინვენტარიზაცია დასრულდა

თიანეთის მუნიციპალიტეტში, 30 000-ზე მეტ ჰექტარ ფართობზე, სახელმწიფო ტყის ინვენტარიზაცია დასრულდა. მიღებული მონაცემებით, რეგიონისთვის ტყის მართვის 10-წლიანი გეგმა შემუშავდება, რაც სანიტარიულ ჭრებსა და აღდგენით სამუშაოებს ითვალისწინებს.

მიმდინარე წელს სამუშაოები შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გაგრძელდება. პროექტი თიანეთში კლიმატის მწვანე ფონდისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

დღის ამბები