29 ივნისი 2026,   11:16
ვრცლად
ლონდონი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია - გაერთიანებული სამეფო მეფის კორონაციისთვის ემზადება

ლონდონი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო კორონაციისთვის ემზადება. ზუსტად ორ საათში, მეფე ჩარლზ მესამეს მეფედ აკურთხებენ.

გვირგვინს დაიდგამს მისი მეუღლეც, რის შემდეგაც მას ოფიციალურად მეფის მეუღლის ანუ "დედოფალ კონსორტის წოდება მიენიჭება. ახლა ყველა იმ ეტლის მოლოდინშია, რომლითაც მეფე და დედოფალი კონსორტი უესტ-მინსტერის სააბატოში უნდა მივიდნენ. სწორედ აქ გაიმართება მეფედ კურთხევის ცერემონია.

სააბატოს შემდეგ კი მონარქები, ბუკინგემის სასახლეში გადაინაცვლებენ და ხალხს ტრადიციულად აივნიდან მიესალმებიან.

დღის ამბები