აშშ-ში, ოკლაჰომას ცენტრალურ შტატში ტორნადოს 3 ადამიანი ემსხვერპლა. შტატში 8 ტორნადო დადასტურდა. სამ შტატში, სულ 15 ტორნადო ფიქსირდება.
სტიქიამ მიწასთან გასწორა სახლები, დაზიანდა მინდვრები და ელექტროგადამცემი ბოძები. ოკლაჰომაში სტიქიამ, 16 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.