29 ივნისი 2026,   11:27
ვრცლად
სუდანში, სადაც მეოთხე დღეა შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს, ამ დრომდე საქართველოს 33 მოქალაქე რჩება 

სუდანში, სადაც მეოთხე დღეა არეულობაა, საქართველოს 33 მოქალაქე რჩება. მხოლოდ ქართულ ავიაკომპანია "ჯეო სქაის" სუდანში 20 თანამშრომელი ჰყავს: პილოტები, ბორტგამცილებელები და ინჟინრები.

სუდანში ასევე ჩარჩენილია კიდევ ერთი ქართული ავიაკომპანიის "მაი ვეის" 13 წარმომადგენელი. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო, მათი გამოყვანა, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება. როგორც კომპანიების წარმომადგენლები განმარტავენ, სუდანში მყოფი ქართველები ამ ეტაპზე უსაფრთხოდ არიან. საგარეო უწყება, საქართველოს მოქალაქეებთან და მათ ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზეა.

"ჩვენი 13 თანამშრომელი იმყოფება სუდანში. ამ ეტაპზე არის ელექტროენერგია, კონტაქტზე ვართ სტაბილურად. წლის მარაგი 2-3 დღის ფარგლებში აქვთ, საკვებზეა ცოტა დეფიციტი, მაგრამ ვცდილობთ სუდანელ პარტნიორებთან დავალაგოთ ეს სიტუაცია.

თვითონ ის ადგილი, სადაც სროლებია, ოდნავ მოშორებით არის ჩვენგან და ჩვენები მშვიდობიანად არიან. თურქეთში საქართველოს კონსულთან ვართ კომუნიკაციაში, როგორც კი გვექნება მოწოდებული ინფორმაცია, რომ მშვიდობიანად შეგეძლება გამოყვანა, გეგმა გვაქვს, რომ მაშინვე გამოვაფრინოთ," - აცხადებს "მაივეი ეარლაინსის" გენერალური დირექტორი რატი ბაკურაძე.

შეგახსენებთ, რომ სუდანში მეოთხე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს. გაეროს ინფორმაციით, სუდანში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200-ს მიაღწია, დაშავებულთა რაოდენობა კი 1800-ს აჭარბებს.

დღის ამბები