30 სექტემბერი 2026,   21:43
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, დავით ქუჩუკიანი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, დავით ქუჩუკიანი სამშობლოში ჩამოასვენეს. ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.

დავით ქუჩუკიანი ბახმუტთან, ვახტანგ ბარაბაძესთან ერთად საარტილერიო თავდასხმას ემსხვერპლა.

ქუჩუკიანი გამოცდილი ჯარისკაცი იყო. ის სამხედრო მისიით, ორჯერ იმყოფებოდა ავღანეთში. შემდეგ მუშაობდა პოლონეთში; უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე კი დავითი ფრონტზე მყოფ ქართველ მებრძოლებს შეუერთდა. აეროპორტიდან ცხედარი დაღუპულის მშობლიურ სოფელში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში გადაასვენეს.

დღის ამბები