29 ივნისი 2026,   11:26
ვრცლად
ბელგიის სასამართლომ ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი პატიმრობაში დატოვა

ბელგიის სასამართლომ ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი პატიმრობაში დატოვა. როგორც "ევრონიუსი" წერს, ევა კაილი ციხეში სულ მცირე 2 თვით დარჩება. ადვოკატები ევროპარლამენტარი გათავისუფლებას და მისი გადაადგილების ელექტრონული სამაჯურით გაკონტროლებას ითხოვდნენ.

გარდა ამისა, იტალიელ პარლამენტართა ჯგუფმა წერილით მიმართა ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, რობერტა მეცოლას, რომ ევა კაილის ბელგიის ციხეში არასათანადოდ ეპყრობიან.

"საუბარი არ არის სასამართლო გამოძიებაზე, რომელსაც ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს. საქმე ეხება პატიმრობის პირობებს, რომლებიც თუ დადასტურდა, შეუთავსებელია ევროპულ კანონის უზენაესობასთან. ამიტომ ვთხოვთ პრეზიდენტ მეცოლას მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა კაილის ადვოკატის ბრალდებები სიმართლეს," - ნათქვამია წერილში.

ბერძენი ევროდეპუტატი წინასწარ პატიმრობაში 9 დეკემბრიდან იმყოფება. ის ანტიკორუფციულ გამოძიებაში ფიგურირებს, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.  

დღის ამბები