



1 დაღუპული და 3 დაშავებული - ასეთია ხარკოვზე გვიან ღამით სარაკეტო თავდასხმის შედეგი. რუსულმა ძალებმა იერიში ქალაქზე "S-300" ტიპის რაკეტით მიიტანეს.
გუბერნატურის ინფორმაციით, სამიზნე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ოთხსართულიანი შენობა იყო.
გუშინ, დღის ბოლოს, ხერსონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 5 ადამიანი, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
რუსულმა ჯარებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ორ დასახლებას გაუხსნეს ცეცხლი. უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსული ძალები დონეცკის ოლქს უტევენ, ასევე ცდილობენ ლიმანსკის, ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით წინსვლას.