02 ივლისი 2026,   14:21
ვრცლად
ღამის განმავლობაში კიევის, მიკოლაივის, ხარკოვის, ოდესის, პოლტავასა და კიროვოგრადის ოლქებში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული

უკრაინაში კვლავ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს - 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსულ ავიაიერიშებს გათავისუფლებულ ხერსონში. დაზიანებულია მაღალსართულიანი შენობა.

რუსულმა ძალებმა 220-ზე მეტი ჭურვი ისროლეს სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიის მიმართულებით. ზიანი მიადგა რეგიონის 7 დასახლებას. განადგურებულია 3 საცხოვრებელი კორპუსი. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებული მამაკაცის შესახებ.

ოკუპანტებმა კამიკაძე დრონებით შეუტიეს დნეპროპეტროვსკის ოლქს. ქალაქ კრივიი-რიჰის დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. აფეთქებებისა და განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა ქალაქ ზაპოროჟიეში. ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული კიევის, მიკოლაივის, ხარკოვის, ოდესის, პოლტავასა და კიროვოგრადის ოლქებშიც.

დღის ამბები