30 იანვარი 2023,   02:53
ვრცლად
სეზონური გრიპის მონაცემები ბოლო ერთ კვირაში საგანგაშო მაჩვენებელს მიუახლოვდა - კლინიკების ნაწილი კარანტინის რეჟიმზეა გადასული

ექიმები სეზონური გრიპის შემთხვევების მატებას ელოდებიან. ივანე ჩხაიძეს ამის თქმის საფუძველს ვირუსის გავრცელების უკვე არსებული მასშტაბები აძლევს. საერთაშორისო მონაცემების საფუძველზე მედიკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ სეზონურმა ვირუსმა ეპიდემიის სახე მიიღოს. 

გაზრდილი სტატისტიკა უკვე კლინიკებზეც აისახა. მაია ზალდასტანიშვილი ამბობს, რომ გრიპით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე გავრცელებულ ადენო და რინო ვირუსებს გაუტოლდა.

გრიპით ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო , კლინიკების ნაწილი ისევ კარანტინის რეჟიმზე გადავიდა.

ინტოქსიკაცია, მაღალი ტემპერატურა, თავის , ყელისა და სახსრების ტკივილი , - ეს ე.წ ჰონკონგის ტიპის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია . გართულებულ შემთხვევაში ვითარდება ფილტვების ანთება და მწვავე ბრონქიტი . კლინიკები გაწერილი პროტოკოლით მოქმედებენ.

საქართველოში - A ტიპის - H3N2 ე.წ ჰონკონგის ვირუსია დომინანტი. გრიპის შემთხვევების გავრცელების ტენდენცია თებერვლამდე გაგრძელდება.

დღის ამბები