01 ივლისი 2026,   17:53
ვრცლად
პირველი განაჩენი მკვლელებისთვის, რომლებმაც 2014 წელს დონბასის ცაზე მალაიზიური ბოინგი გაანადგურეს, ქმნის საფუძველს უფრო მაღალი დონის დამნაშავეები დაისაჯონ - ზელენსკი

"პირველი განაჩენი მკვლელებისთვის, რომლებმაც 2014 წელს დონბასის ცაზე მალაიზიური ბოინგი გაანადგურეს, ქმნის საფუძველს უფრო მაღალი დონის დამნაშავეები დაისაჯონ" - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიმართავს პარტნიორებს, რომ რუსული აგრესიის ესკალაციისგან უკრაინისა და ევროპის დაცვა მხოლოდ უკრაინის ცის სრულად დაცვითაა შესაძლებელი.

"ნიდერლანდებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. არსებობს პირველი განაჩენი იმ მკვლელებისთვის, რომლებმაც 2014 წელს დონბასის ცაზე მალაიზიური ბოინგი გაანადგურეს. სამ ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა და აუცილებლად დადგება დღე, როცა ისინი ამ სასჯელის აღსრულებას დაიწყებენ. მაგრამ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ სამ მკვლელს არ ეხება.

შეიქმნა საფუძველი, რომ უფრო მაღალი დონის დამნაშავეებიც დაისაჯონ. როდესაც ყველა მკვლელი და ჯალათი გასამართლდება, ეს იქნება ძალიან მყარი საფუძველი ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ისევ გავუმეორებ პარტნიორებს, რომ მხოლოდ უკრაინული ცის სრულად დაცვა უზრუნველყოფს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას რუსეთის აგრესიის შემდგომი ესკალაციისგან," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები