11 სექტემბერი 2026,   23:29
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა დაარსებიდან 10 წლის იუბილე აღნიშნა

ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა დაარსებიდან 10 წლის იუბილე აღნიშნა.

ღონისძიების მონაწილეებს საიუბილეო თარიღი მიულოცეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოში, როლანდ პრაისმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბეჟან წაქაძემ.

სამსახურის ხელმძღვანელმა დავით მჭედლიძემ წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში განხორციელებული რეფორმის ძირითადი მიღწევები და სამსახურის საქმიანობის ათწლიანი შედეგები.

ღონისძიების ფარგლებში, მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდნენ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს წევრები, ასევე, სამსახურის თანამშრომლები, სიმბოლური ჯილდოები გადაეცათ ანგარიშგებისა და აუდიტის მთარგმნელობითი სარედაქციო კომიტეტების წევრებს.

დღის ამბები