სიამაყით დაგიდასტურებთ, რომ ყველა პლატფორმაზე, ყველა შეხვედრაზე ჩვენი ქართველი მეზღვაურები სახელდებიან, როგორც გამორჩეული კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა, ძალიან კარგი განათლება და რაც ყველაზე მთავარია, ისინი გამოირჩევიან შრომის მოყვარეობით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, წლიდან წლამდე ქართველ მეზღვაურებზე მოთხოვნა მზარდია.
"სახელმწიფო თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც განიხილავენ ამ სექტორში ჩართულობას შევუქმნათ ყველანაირი შესაძლებლობა იმისთვის, რომ შეიძინონ ეს საინტერესო და საკმაოდ მაღალი ღირებულების მქონე პროფესია," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.