კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში სუნელების საწარმო "იგოეთი" გაიხსნა". საწარმო მოწყობილი და აღჭურვილია სტანდარტების შესაბამისად.
აქ სარეალიზაციოდ ამზადებენ, როგორც მარცვლოვან ისე მწვანილოვან სუნელს. ბიზნესი სრულიად კერძო ინვესტიციითაა დაარსებული და 20 ადგილობრივ მცხოვრებს ასაქმებს. საწარმო დღეს მხარის რწმუნებულმა და კასპის მერმა დაათვალიერეს.