ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობს.
კირცხალიას თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში კანდიდატების დაყენებაც კი ვერ შეძლეს, ხოლო ერთადერთი სუბიექტი, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობა გადაწყვიტა, პარტია "ლელოა," ისიც - სხვების კარნახით.
"არჩევნებში ვინ იღებს მონაწილეობას? - ერთ ოლქში საერთოდ კანდიდატი ვერ დააყენეს და ერთადერთი, ე.წ. პოლიტიკური პარტია, ვინც გადაწყვიტა, რომ ამ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, [უფრო სწორედ] გადააწყვეტინეს, დამერწმუნეთ, ისინი თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, ეს არის პარტია "ლელო." ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, რომ "გახარია საქართველოსთვის," რომლებიც ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, თუ როგორ და რა სცენარით შემოვიდა პარლამენტში და როდის უთხრეს მათ პარლამენტში შემოსვლა, ისინი საერთოდ ვერ იღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას.
ამით მინდა, ხაზი გავუსვა ყველა იმ პარტიის წარმომადგენლებს და იქ მიმდინარე სიტუაციას, პოლიტიკურს, რომელი პარტიებიც, ე.წ. პარტიებიც ჩვენ საკონსტიტუციო სარჩელში გვაქვს შეტანილი. კიდევ ერთხელ, დღევანდელი დღე და მათი მონაწილეობა-არმონაწილეობა და ის გარემო, რა გარემოშიც მიმდინარეობს დღეს საარჩევნო პროცესი, კიდევ ერთხელ მიუთითებს და ხაზს უსვამს იმ გარემოებაზე, თუ რა საჭიროება იყო აი ამ ე.წ. პარტიების საკონსტიტუციო სარჩელში შეტანა ჩვენი მხრიდან.
20:00 საათზე დაიხურება უბნები და დარწმუნებული ვარ, ძალიან მაღალი სხვაობით მოიგებს თითოეული "ქართული ოცნების" კანდიდატი ამ არჩევნებს," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.
ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის