ერთი საათი დიდ მატჩამდე - თბილისის დროით 22:45 წუთზე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ბუდაპეშტში, "პუშკაშ არენაზე" უნგრეთს დაუპირისპირდება. სტადიონზე 67 000 მაყურებელი ეტევა. ერთა ლიგის მესამე ტურს ორივე ეროვნული ნაკრები მოგებული თამაშების გარეშე ხვდება, საქართველოსაც და უნგრეთსაც ჯგუფში მხოლოდ თითო-თითო ქულა აქვთ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე რომელმაც ვილი სანიოლი შეცვალა "პუშკაშ არენაზე" დაძაბულ ატმოსფეროს ელის, თუმცა დარწმუნებულია თავისი გუნდის განწყობაში.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი