04 ოქტომბერი 2026,   01:18
ვრცლად
"მთელი დღის განმავლობაში, ყველა მონაცემით დასტურდება, რომ ეს არის მშვიდი, გამჭვირვალე, ძალიან პროფესიული საარჩევნო გარემო" - გიორგი შარაბიძე

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში დღეს შუალედური არჩევნები ტარდება. საარჩევნო პროცესი შეაფასა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კენჭისყრა მშვიდ და გამჭვირვალე ვითარებაში მიმდინარეობს.

როგორც გიორგი შარაშიძემ განაცხადა, ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა "საკმაოდ ნორმალურია". 

"მთელი დღის განმავლობაში, ყველა მონაცემით დასტურდება, რომ ეს არის მშვიდი, გამჭვირვალე, ძალიან პროფესიული საარჩევნო გარემო და სწორედ ის ძალისხმევა, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩადო ამ არჩევნების ორგანიზებაში, ვგულისხმობ საუბნო საარჩევნო კომისიების გადამზადების პროცესს, მრავალეტაპიან ტრენინგს და მომზადების პროცესს, ვფიქრობ, რომ კენჭისყრის დღე ადასტურებს საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალ პროფესიულ მზადყოფნას. ეს ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ უფრო სასიხარულოა ის, რომ ამ წუთის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა, ასეთი ტიპის არჩევნებისთვის, არის საკმაოდ ნორმალური და შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველი მონაწილეობს არჩევნებში და შესაბამისად, ეს პროცესი მთლიანად, რაც ცხადია, არის ამომრჩევლის კონსტიტუციური უფლების განხორციელებისთვის მომზადებული, ამომრჩეველი იყენებს ამ უფლებას და თქვენის ნებართვით, ასევე მინდა მივმართო იმ ამომრჩეველს, რომელიც ჯერ კიდევ არ მისულა შესაბამის საარჩევნო უბნებზე, იაქტიუროს, ჯერ კიდევ დარჩენილია სამ საათზე ოდნავ ნაკლები და, შესაბამისად, ყველა ამომრჩეველმა მინდა ისარგებლოს იმ კონსტიტუციური უფლებით, რასაც ხმის მიცემის უფლება ჰქვია", - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

დღის ამბები