04 ოქტომბერი 2026,   01:05
ვრცლად
შუალედური არჩევნები - ბოლო მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა დმანისში ფიქსირდება

ბოლო მონაცემებით, შუალედურ არჩევნებზე, აქტივობის ყველაზე მაღალი შედეგი დმანისში დაფიქსირდა, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 49%-მა პოზიცია უკვე დააფიქსირა. ბოლო ინფორმაციით, ექსცესებს უბანზე ადგილი არ ჰქონია.

საარჩევნო პროცესი დილის 08:00 საათზე, ხარვეზების გარეშე დაიწყო.

შუალედურ არჩევნებზე რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან "ქართული ოცნება" და "ძლიერი საქართველო - ლელო". გამარჯვებისთვის "ქართული ოცნებიდან" - ირაკლი სარსევანიძე, პარტია "ლელოდან" კი ვაჟა ნონიაშვილი იბრძოლებენ.

"მიმდინარეობს კენჭისყრა. ბოლო მონაცემებით, მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა არის 131, ანუ საერთო ამომრჩევლების რაოდენობის 49,8%. სიმშვიდეა, სიწყნარეა, ნორმალურად მიდის ყველაფერი", - აღნიშნა დმანისის 24-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ნონიაშვილმა.

 

დღის ამბები