03 ოქტომბერი 2026,   21:52
ვრცლად
ირაკლი კირცხალია: გვახსოვს ოპოზიციის ლოზუნგი, 4-ში ვიწყებთ და ვამთავრებთო, შემდეგ კი გვახსოვს, "ქართული ოცნების" და საზოგადოების მიერ დასრულებული კიდევ ერთი რევოლუციური სცენარი

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გორგასლის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე შუალედურ არჩევნებსა და ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზე ისაუბრა.

როგორც ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, საარჩევნო პროცესი შვიდივე უბანზე სრულიად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ, რადიკალური ოპოზიცია შესაბამისი დავალებებისა და რესურსების არარსებობის გამო, დესტრუქციას ვერ ახორციელებს.

"მნიშვნელოვანია და ნიშანდობლივია დღეს, როდესაც ადგილობრივ შუალედურ არჩევნებზე გვაქვს საუბარი და რა ხდება ჩვენს ე.წ. ოპოზიციურ ფლანგზე. რეალურად, იმ აგენტურულ ფლანგზე, რომელმაც თავის თავს ოპოზიცია შეარქვა. ხვალ 4 ოქტომბერია, ყველას კარგად გვახსოვს და ჩვენს საზოგადოებასაც ძალიან კარგად ახსოვს, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო და გვახსოვს მათი მთავარი ლოზუნგი. ქცევას და სცენარს დავუბრუნდები რამდენიმე წამში, რომ "4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ", და კარგად გვახსოვს ყველას 2025 წელს, 4-ში მათი დაწყებული და შემდეგ, საზოგადოებასთან ერთად, "ქართული ოცნების" დასრულებული 4 რიცხვი და მათი კიდევ ერთი რევოლუციური სცენარი, როგორ ჩაბარდა წარსულს და ვიცით ვინ და ვინ არიან პასუხისგებაში მიცემული. ეს მიუთითებს ერთს, დღევანდელი ეს მშვიდი გარემო, რაც არის შვიდივე უბანზე და რაც უნდა იყოს რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოში, სახელმწიფოში, სადაც რეალურად პოლიტიკური პარტიები იღებენ მონაწილეობას, რეალურად ოპოზიცია იღებს მონაწილეობას. ოპოზიცია, პოლიტიკური ოპოზიცია და არა ოპოზიცია, რომელიც თავის ქვეყნის ოპოზიციაში დგას და არა აგენტურა და დღესაც, ლუსტრაციაა სწორედ იმის, რომ როდესაც დავალება არ აქვთ და დავალება ვერ აქვთ თავიანთი რესურსის გამო და ყველა იმ ჩაფლავებული სცენარის გამო რაც ვნახეთ, იმ ჩაფლავებული რევოლუციური სცენარების გამო, იმის გამო, რომ მათი სახე ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ. როდესაც ვერ აქვთ მათ დავალება, არ აქვთ დავალება იმ დესტრუქციის ნებისმიერ უბანზე თუ საარჩევნო პროცედურის დროს, ვხედავთ, რომ ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს კიდევ ერთხელ გვანახებს, თუ რეალურად, სად დგანან ეს ძალები, რომლებიც თავის თავს პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ", - აცხადებს ირაკლი კირცხალია.

დღის ამბები