03 ოქტომბერი 2026,   19:36
ვრცლად
ვანში დაახლოებით 60% იყო აქტივობა, შესაძლებელია, რომ 20:00 საათამდე ეს აქტივობა კიდევ გაიზარდოს - ცესკოს წარმომადგენელი

ვანში პოზიცია უკვე დააფიქსირა რეგისტრირებული ამომრჩევლის 60%-მა. პროცესი მშვიდ ვითარებაში ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. უბანზე 679 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გადასატანი ყუთით 29 ამომრჩეველი სარგებლობს. არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება.

სოფელ ფერეთაში შუალედურ არჩევნებში ორი კანდიდატია რეგისტრირებული. გამარჯვებისთვის "ქართული ოცნების" და "ძლიერი საქართველო - ლელოს" კანდიდატები იბრძვიან.

როგორც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, გია ცაცაშვილი საჩივარი უბანში შემოსული არ არის.

"დაახლოებით 60% იყო აქტივობა. შესაძლებელია, რომ 20:00 საათამდე ეს აქტივობა კიდევ გაიზარდოს. საჩივარი უბანში შემოსული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ შუალედური არჩევნები, ბუნებრივია, მცირე მასშტაბისაა მორიგ არჩევნებთან შედარებით, ერთნაირია და უმაღლესია ის პასუხისმგებლობა, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს ყველა სახის არჩევნების ორგანიზებაში," - განაცხადა გია ცაცაშვილმა.

დღის ამბები