22 ოქტომბერი 2020,   10:32
ვრცლად
ზუგდიდში COVID-19-ის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულ 6 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათგან ორი ე.წ. საბერიოს კლასტერის წევრია და ისინი რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში უკვე წამოიყვანეს.

გარდა ამისა, სენაკში ინფიცირებულია ასაკოვანი ქალი, რომლის ინფიცირების წყარო დაუდგენელია, თუმცა მისი კონტაქტების წრე მცირეა და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

რაც შეეხება ფოთს, ინფიცირებულთა ოჯახის სამი წევრი და მათი ინფიცირების წყარო ბათუმია. რუხის კლინიკაში ამ ეტაპზე 44 პაციენტი მკურნალობს.

დღის ამბები