20 ნოემბერი 2026,   10:43
ვრცლად
"ჩემი ახალციხე" - მუნიციპალიტეტის მერმა ახალი მობილური აპლიკაცია

ახალციხის მერმა ახალი მობილური აპლიკაცია "ჩემი ახალციხე" წარადგინა. ვარლამ წიკლაურმა პრეზენტაცია, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლეჯ "ოპიზარის" სტუდენტებთან შეხვედრისას მოაწყო, ახალგაზრდებს აპლიკაციის ფუნქციები გააცნო და მისი აქტიური გამოყენებისკენ მოუწოდა.

პირველ ეტაპზე, აპლიკაციის საშუალებით, მოქალაქეებს ქალაქში დასუფთავებისა და გარე განათების პრობლემების დაფიქსირება შეუძლიათ, სამომავლოდ კი მისი ფუნქციები გაფართოვდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ვარლამ წიკლაურის განცხადებით, აპლიკაციის მიზანია კომუნალური და ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარება მოქალაქეების ჩართულობით.

"ჩემი ახალციხე" - ასე ჰქვია ჩვენს აპლიკაციას, რომელიც ერთი თვეა უკვე სატესტო რეჟიმში მუშაობს და რომლის მიზანიც არის კომუნალური და ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარება მოქალაქეების ჩართულობით. ამ აპლიკაციის პრეზენტაციებს ვმართავთ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან, შეხვედრა გვქონდა სამცხე-ჯავახეთის სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და ბუნებრივია, მომავალშიც ვგეგმავთ, რომ მსგავსი სახის შეხვედრები გავმართოთ, რათა შეიძლება ბევრი მოქალაქე დარეგისტრირდეს და შეძლოს ჩვენი აპლიკაციით სარგებლობა", - აცხადებს ვარლამ წიკლაური.

დღის ამბები