"ქართულ ოცნებაში" სლოვენიის ხელისუფლების ინიციატივას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ყველა ქვეყანამ ეროვნული ინტერესების დაცვაზე უნდა იზრუნოს და გზა, რომელსაც დღეს ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა გადის, საქართველომ უკვე გაიარა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ევროპული ქვეყნები იმ საკანონმდებლო ინიციატივებს იღებენ, რომლებზეც საქართველოს პარლამენტმა მუშაობა გაცილებით ადრე დაიწყო.
"უკვე დიდი ხანია პარლამენტში მიღებული კანონები იქცა ევროპული ქვეყნების შთაგონების წყაროდ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხდება ფაქტობრივად იგივე კანონების მიღება ევროპულ ქვეყნებში, რომელზეც საქართველოს პარლამენტმა დიდი ხნის წინ იმუშავა და რომელსაც, სხვათა შორის, თვითონ ამ ქვეყნების წარმომადგენლები აკრიტიკებდნენ.
დღეს აღმოჩნდა, რომ ამ კანონების მიღება მათთვის მნიშვნელოვანია ეროვნული დემოკრატიების დასაცავად. ჩვენც ამას ვამბობდით.
ამ ორმაგი სტანდარტის გარეშეც, ისედაც შეეძლოთ ამ კანონების გადაღება და შემდეგ საკუთარი დემოკრატიების გაძლიერება", - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.