"ლელო", რა თქმა უნდა, გადაიქცა ტყუილის მქადაგებელ პარტიად. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საზოგადოებას არ ახსოვს, როგორი აღტკინებით ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისათვის და ამ მხრივ როგორ ცდილობდნენ ამავდროულად საქართველოს ომში ჩართვას, რა თქმა უნდა, ძალიან ცდება", - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი საუბრობს.
რატი იონათამიშვილის თქმით, როდესაც პოლიტიკური ძალა ბანკროტად იქცევა, მის ერთადერთ ინსტრუმენტად ტყუილი რჩება, რაც, მისი შეფასებით, "ლელოს" შემთხვევაშიც მოხდა.
"როგორც ჩანს, როდესაც პოლიტიკური ბანკროტი ხდები, შემდეგ ერთადერთი სავიზიტო ბარათი, რაც გრჩება, არის ტყუილი. "ლელო", რა თქმა უნდა, გადაიქცა ტყუილის მქადაგებელ პარტიად. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საზოგადოებას არ ახსოვს, როგორი აღტკინებით ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისათვის და ამ მხრივ როგორ ცდილობდნენ ამავდროულად საქართველოს ომში ჩართვას, რა თქმა უნდა, ძალიან ცდება. ეს ჩვენ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს და ახლა როგორ არ უნდა იმართლონ თავი, კიდევ უფრო საცოდავ დღეში ჩაიგდებენ საკუთარ თავებს და პარტია, ისედაც უკვე გაუბედურებულია, რასაკვირველია და განადგურებული, რაც დაიმსახურეს, სწორედ ასეთი, უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებების გამო." - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
საუბარია საკითხზე, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების და დამატებითი შეზღუდვების დაწესების მოთხოვნა ლელომ საკონსტიტუციო სასამართლოში უარყო, არქივი პარტიის ლიდერების არაერთ განცხადებას ინახავს, სადაც ისინი პირდაპირ მოითხოვდნენ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას, რუსული ბიზნესის აკრძალვას და სანქციების პაკეტებთან საქართველოს მიერთებას, რაც მართველი გუნდის განცხადებით, სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ქვეყნის ეკონომიკას. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ოპოზიცია ტყუილებით ცდილობს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.