სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს მშპ-ს მოცულობა მიმდინარე ფასებში 108 მილიარდ 418 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც თითქმის 17 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა კი, 2025 წელს 8.4 პროცენტი იყო.