13 ნოემბერი 2026,   12:59
ვრცლად
თორნიკე ართქმელაძე: მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლისა და მოსარჩელის კითხვებზე სრულფასოვანი პასუხის გაცემა შეგვეძლოს

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე არსებითი განხილვა რამდენიმე წუთში განახლდება.

სხდომა დღესაც კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართება, სადაც მოსამართლეთა შეკითხვებს მოპასუხე მხარე გასცემს პასუხს.

მმართველი გუნდი ამ პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს და მიზეზად კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივად შეცვლის მცდელობებს, რევოლუციური სცენარების ორგანიზებასა და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ასახელებს.

პარტია "ლელო-ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თორნიკე ართქმელაძის შეფასებით, პროცესზე მნიშვნელოვანია საპროცესო სამართლიანობის დაცვა, რათა მოპასუხე მხარეს მოსამართლეთა და მოსარჩელეთა შეკითხვებზე სრულფასოვანი და ამომწურავი პასუხების გაცემის შესაძლებლობა მიეცეს.

"პარტია, რომელიც შეიქმნა 2019 წელს, ვერ იქნება რაიმე კუთხით პასუხისმგებელი იმ ფაქტზე, რომელიც მოხდა 2007 წელს.

ჩვენთვის აუცილებელია, რომ ელემენტარული საპროცესო სამართლიანობა იქნეს დაცული და კითხვა, რომელიც დაისმება მოსამართლის მხრიდან, მოსარჩელის მხრიდან, ამაზე სრულფასოვნად, ამომწურავად შეგვეძლოს პასუხის გაცემა", - განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.

დღის ამბები