"ჩვენ პირდაპირ ეთერში ვისმენთ რეჟიმის შემქმნელების, მათი დამცველების, მეხოტბეებისა და მხარდამჭერების საუბარს, რომლებიც დღესაც, ახლაც არ აღიარებენ არჩევნებს და სასამართლოს წინაშე აცხადებენ ამას. არ აღიარებენ წამების სისტემა რომ არსებობდა" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელზე საუბრისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, სასამართლო განხილვებისას საზოგადოება უფრო ნათლად დაინახავს, მათ შორის, სამართლებრივი შეფასების კუთხითაც, როგორი იყო "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს სისტემური დ სისტემატური დანაშაულის რეჟიმი.
"შეიძლება ნიურნბერგის პროცესზეც ამტკიცებდნენ ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები, რომ იყო ცალკეული [დანაშაულის ფაქტები] და ამასაც ამტკიცებენ სხვათა შორის ნიურნბერგის პროცესზე ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენლები, რომ ეს იყო ცალკეული გადაცდომები და რომ ეს არ იყო სახელმწიფო პოლიტიკა.
ზუსტად ამას ერთი-ერთში იმეორებს დღეს "ნაციონალური მოძრაობა", მაშინ, როდესაც საბედნიეროდ, განსხვავებით ნიურნბერგის პროცესიდან საერთაშორისო სამართლებრივი სივრცე უკვე არსებობდა იმისთვის, რომ გვქონდეს შეფასებული, მათ შორის, საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც პირდაპირ წერია სიტყვა - სისტემური, როცა საქმე ეხება წამებას ციხეებში და პირდაპირ სამართლებრივი ვერდიქტია გამოტანილი, რომ ეს იყო სისტემატური და სისტემური წამების გარემო, შექმნილი თავად სასჯელაღსრულების სისტემაში.
ასე რომ გასაგებია, ეს დღეები ვაკვირდებით, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" გამოსვლებს, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები კარგია, რომ არის არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ საზოგადოებისთვის გახდა უკვე პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის და დადასტურების კიდევ ერთი შესაძლებლობა. პირდაპირ ეთერში ვისმენთ რეჟიმის შემქმნელების, მათი დამცველების, მეხოტბეებისა და მხარდამჭერების საუბარს, რომლებიც დღესაც, ახლაც არ აღიარებენ არჩევნებს, კვლავ სასამართლოს წინაშე აცხადებენ ამას. არ აღიარებენ წამების სისტემა რომ არსებობდა, ამბობენ, იქ კასრებში რაღაც იპოვესო და არ ვიცითო რა არისო. მაშინ, როდესაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალწინ მოხდა იმ დანაშაულების მხილება, რაც მაშინ კიდევ ბევრი აღმოჩნდა უკვე რეჟიმის შეცვლის შემდეგ.
ვნახეთ ჩვენ ერთი მხრივ, რა დანაშაულს ჩადიოდა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი და მერე როგორ ადოკუმენტირებდა ვიდეო თუ სხვა ჩანაწერებით, როგორ ინახავდა ამას იმისთვის, რომ შემდეგ შანტაჟის საშუალება ჰქონოდა საზოგადოებაზე თუ იმ ადამიანებზე, ვინც არ ჩანაწერებში არის, ვიცით ხომ ეს ცნობილი არის, რომ მათ შორის საკუთარი გუნდის წევრებზეც ჰქონდათ ასეთი ჩანაწერები და აშანტაჟებდნენ თავიანთი გუნდის წევრებსაც", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.