10 ნოემბერი 2026,   12:21
ვრცლად
"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას - აბონემენტების ინტერნეტით შეძენა 20 ნოემბრიდან მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

"მთის ტრასების სააგენტოს" განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში მუშაობას იწყებს.

პირველად, სააგენტო ელექტრონულ ბილეთებს საკუთარ პლატფორმაზე გაყიდის. 2026 წლის 20 ნოემბრიდან აბონემენტების ინტერნეტით შეძენა მხოლოდ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი. ბილეთები, ასევე, გაიყიდება სამთო კურორტებზე მდებარე სალაროებსა და პარტნიორ ობიექტებში.

"მთის ტრასების სააგენტო" ზამთრის სეზონს ოთხივე კურორტზე 20 დეკემბერს გახსნის.

დღის ამბები