10 ნოემბერი 2026,   11:56
ვრცლად
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტმა ისე ჩაიარა, ოპოზიციისთვის თითქოს არ არსებობდა ასეთი ფაქტი - არჩილ გორდულაძე

რატომ დუმს ოპოზიცია საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს მეორე პირის თბილისში ვიზიტზე მათი სიჩუმე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპონენტები მხოლოდ გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებენ, ქვეყნის წარმატებასთან დაკავშირებულ სიახლეებს კი ოპოზიციის მხარდამჭერი მედიასაშუალებები შეგნებულად არ აშუქებენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის შეფასებით, მათ ოპონენტებს არ აინტერესებთ არც ქვეყნის შესაძლებლობები და არც საქართველოს გრძელვადიანი გეოსტრატეგიული წარმატებები.

"როდესაც აქვთ დავალება, ამ დავალების შესასრულებლად ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობენ, ერთსა და იმავეს აკეთებენ. ამაზე მეტყველებს თუნდაც ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, რომელმაც ისე ჩაიარა მათთვის, თითქოს არ არსებობდა ასეთი ფაქტი. ზუსტად იგივე არის მათი ე.წ. მედიები, პარტიული დანაყოფები, ან არ აშუქებდნენ, ან ცდილობდნენ, რომ ბოლო ნიუსად გაეშვათ და გაეუბრალოებინათ. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისინი ერთ თანხვედრაში არიან, როდესაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა ხდება.

ურჩევნიათ, ბომბების წვიმა ცვიოდეს, როდესაც მშვიდობა არის ამ ქვეყანაში უზრუნველყოფილი. აი ამ რეალობაში ცხოვრობენ, ცდილობენ ეს რეალობაში შეასაღონ საზოგადოებას, როგორც არსებული, მაგრამ, რომ ვერ გამოდიან, მერე უკვე საკუთარ თავზე კი არა, საზოგადოებაზე ბრაზდებიან, მათ პროპაგანდას რატომ არ უჯერებენ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები