01 ოქტომბერი 2026,   18:33
ვრცლად
რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა ვერ დაამტკიცა - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატების ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა

რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა ვერ დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, დეპუტატების ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა. მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად 233 ხმა იყო საჭირო, თუმცა ზიგფრიდ მურეშანს მხარი მხოლოდ 182-მა კანონმდებელმა დაუჭირა.

მედია წერს, რომ ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის პრეზიდენტს უფლება აქვს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს ან პოსტზე ალტერნატიული კანდიდატი წარადგინოს.

მედიის ცნობით, მთავრობის ფორმირების პროცესს ოპოზიციონერი სოციალ-დემოკრატები ბლოკავენ.

დღის ამბები