რუსთავში ახალი სპორტულ-დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. მიღებულია გადაწყვეტილება მე-12 მიკრორაიონში, პირველი კორპუსის მიმდებარედ რეაბილიტაცია ჩაუტარდეს საფეხბურთო მოედანს, მოეწყობა ასევე საბავშვო კუთხე, მწვანე ზონა და ავტოსადგომი.
პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის მერმა პირადად გააცნო. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.
ამ ეტაპზე, ინფრასტრუქტურული პროექტები რუსთავის კიდევ 8 სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს.