19 ნოემბერი 2026,   10:47
ვრცლად
რუსთავში შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს რუსთავში. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება არსებულ საფეხბურთო მოედანს, ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო მოედანი, მწვანე სივრცეები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხე და საპარკინგე ზონა.

400 000 ლარამდე ღირებულების პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ ეტაპზე, შიდასაუბნო სივრცის მოწყობა სამ სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს.

"დღეს რუსთავი ვითარდება თანაბარი ტემპით. ისეთ მსხვილ პროექტებთან ერთად, რომელსაც ქალაქის ცენტრალურ უბნებში ვახორციელებთ, პრიორიტეტად რჩება შიდა საუბნო სივრცეების მოწესრიგება. ყოველთვის ვხვდებით მოსახლეობას, წინასწარ გავდივართ პროექტს და უკვე პროექტის განხორციელების დროს ვითვალისწინებთ ყველა იმ დეტალს, რომელიც არის მათი მხრიდან გაჟღერებული", - აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

დღის ამბები