19 ნოემბერი 2026,   09:48
ვრცლად
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 15 წარმატებული სტუდენტი სახელობითი სტიპენდიებით დააჯილდოვეს - ცერემონიას ნინო სურგულაძე დაესწრო

სახელობითი სტიპენდიების გადაცემის ცერემონია გაიმართა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში. უწყების ხელმძღვანელებმა მსოფლიოში ცნობილ მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძესთან ერთად 15 წარმატებული სტუდენტი დააჯილდოვეს.

სახელოვნებო მიმართულების სტიპენდია 9 სტუდენტს დაენიშნა, 3 ახალგაზრდა დიმიტრი ემუხვარისა და ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიატი გახდა, ხოლო 3 დევნილ პირველკურსელს სტიპენდია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული საუკეთესო შედეგებისთვის ერგო.

"გამოვავლინეთ 15 წარმატებული ახალგაზრდა დევნილი, რომლებმაც გაიარეს ჩვენი პროგრამები, დაიმსახურეს დამსახურებული სტიპენდია, არიან წარმატებულები. მე მიხარია, რომ დღეს ასეთი ლამაზი ღონისძიება გამოვიდა. მათ ვუსურვებ წარმატებას, რადგან მათი წარმატება არის ქვეყნის წარმატება და აფხაზეთის მთავრობა, რა თქმა უნდა, სამომავლოდ გააგრძელებს მათ მხარდაჭერას", - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე.

 

დღის ამბები