19 ნოემბერი 2026,   09:09
ვრცლად
დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის პირველი სამმხრივი შეხვედრა - ლიდერები უკრაინაზე, ირანზე, ბირთვულ შეიარაღებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იმსჯელებენ

რამდენიმე საათში ჩინეთის ქალაქ შენჟენში, APEC-ის სამიტის ფარგლებში, დონალდ ტრამპის, სი ძინპინის და ვლადიმერ პუტინის, ისტორიაში პირველი, სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

ერთობლივ მოლაპარაკებებამდე ამერიკის პრეზიდენტი ორივე ლიდერს პირისპირ შეხვდება.

მედია წერს, რომ პუტინთან ტრამპის ორმხრივი დისკუსიის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომია. ამასთან კრემლს სურს, რომ კონფლიქტის დასრულების საკითხი საერთო ფორმატშიც, სი ძინპინის მონაწილეობით განიხილოს.

გამოქვეყნდა ოფიციალური დღის წესრიგიც: შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში - ირანში მიმდინარე ესკალაციას, ბირთვული შეიარაღების კონტროლს, ვაჭრობასა და ეკონომიკას - მათ შორის ამერიკაში იშვიათი მინერალების ექსპორტსა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

დღის ამბები