19 ნოემბერი 2026,   12:17
ვრცლად
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია

ქვემო ფონიჭალაში, გაზის აფეთქების შედეგად, კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ამ ეტაპზე ნანგრევებიდან მაშველებმა სამი პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, კორპუსის ბოლო სართულზე  მცხოვრებმა საავადმყოფოში გადაყვანამდე განაცხადა, რომ ღამე გაზქურის ანთებას ცდილობდა, დილით კი მორიგი მცდელობისას აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირი მთელი ღამის განმავლობაში სწორედ კორპუსის ბოლო სართულზე გროვდებოდა.

უსაფრთხოების მიზნით, სამაშველო ჯგუფებმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ადგილზე ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.

ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია.



დღის ამბები