19 ნოემბერი 2026,   12:20
ვრცლად
"სინამდვილეში, დემოკრატია არ არსებობს გამჭვირვალობის გარეშე. როდესაც ამას ვამბობდით, გვეწინააღმდეგებოდა და გვიპირისპირდებოდა მთელი ევრობიუროკრატია" - რატი იონათამიშვილი

ორმაგი სტანდარტი და უსამართლო მიდგომის მორიგი გამოვლინება, - ასე აფასებენ თბილისში ევროპარლამენტის მორიგი ანგარიშის პროექტს, რომელიც არასამთავრობოების ლობისტური საქმიანობისთვის ევროკავშირის გრანტების გამოყენების აკრძალვას ითხოვს.

EPP-ის და "ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმატორთა" დეპუტატები ევროკომისიას ურჩევენ, აკრძალოს სახსრების ლობირებისთვის მიმართვა, გახადოს გრანტები გამჭვირვალე და დაიწყოს მონიტორინგი.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსგავსი მიდგომები ევროკავშირში დემოკრატიის დაცვად ფასდება, საქართველოში კი დღემდე კრიტიკის საგანია. 

საკითხს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, გამჭვირვალობის გარეშე დემოკრატია ვერ იარსებებს და სწორედ ამ ამაზე საუბრის გამო უპირისპირდებოდა საქართველოს მთელი ევრობიუროკრატია.

"სინამდვილეში, დემოკრატია არ არსებობს გამჭვირვალობის გარეშე. როდესაც ჩვენ ამას ვამბობდით, გვახსოვს, რომ ამის გამო გვეწინააღმდეგებოდა და გვიპირისპირდებოდა მთელი ევრობიუროკრატია და არა მარტო. დღეს ისინი აღიარებენ ფაქტობრივად, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაიცვან დემოკრატიები საკუთარ ქვეყანაში. მაგრამ, პარალელურად, ისინი ბოდიშს არ უხდიან საქართველოს იმ უსამართლო მიდგომების გამო, რომელსაც ისინი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კადრულობდნენ და ამითი ამავდროულად, ახალისებდნენ ძალადობას საქართველოში. შესაბამისად, ეს ორმაგი სტანდარტი დარჩება ისტორიას, როგორც სირცხვილი, და შესაბამისად, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენ კიდევ ბევრი შეგვიძლია ვუთხრათ და ვასწავლოთ მათ.” - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები