საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში, სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველ დირექტორთან ჩია დერ ჯიუნთან, შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ფინანსური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და მარეგულირებლებს შორის პარტნიორობის განვითარების საკითხები განიხილეს.
ნათია თურნავამ სინგაპურელ კოლეგას გააცნო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები, მათ შორის ციფრული ბანკების, ვირტუალური აქტივების, სტეიბლქოინებისა და საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის გეგმას, რომელიც 2027 წლის დასაწყისისთვის არის გათვალისწინებული.
"გავცვალეთ მოსაზრებები ფინანსური სექტორების მიმართ საერთო ოპტიმიზმზე - ზრდისა და ინოვაციების სტიმულირებისთვის ტექნოლოგიების გამოყენების გზით. ასევე გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი ორი ქვეყნის საერთო ინტერესები უფრო ფართო რეგიონში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისა და ვაჭრობისა და ღიაობისთვის იმპულსის მიცემის კუთხით. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - აცხადებს სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველი დირექტორი ჩია დერ ჯიუნი.