29 სექტემბერი 2026,   12:59
ვრცლად
ტრამპი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ამერიკულმა მხარემ ირანს სანქციების შემსუბუქება და გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვა შესთავაზა

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს ინფორმაციას, რომ ის მზადაა, შეამსუბუქოს ირანის წინააღმდეგ სანქციები და გაათავისუფლოს მისი აქტივები ბირთვული შეთანხმების პროგრესის სანაცვლოდ, - ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ორშაბათს მან განაცხადა, რომ ირანისთვის არაფერი შეუთავაზებია.

ტრამპმა კონკრეტულად Axios-ის პუბლიკაციას უპასუხა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ირანისთვის ეკონომიკური სანქციების შემსუბუქება დამოკიდებული იქნებოდა კონკრეტულ ბირთვულ დათმობებზე: მან თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება" და მოითხოვა, რომ "ეს ყალბი ამბავი დაუყოვნებლივ წაიშალოს!".

დღის ამბები