29 სექტემბერი 2026,   00:48
ვრცლად
აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში ძლიერ შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ძლიერი შტორმია აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არის მსხვერპლი - დაღუპულია ერთი ადამიანი.

დატბორილია გზები და საცხოვრებელი სახლები, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი დაახლოებით 100 000 აბონენტი.

უამინდობის გამო, გადადებული და გაუქმებულია ათასობით ფრენა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

დღის ამბები