29 სექტემბერი 2026,   00:37
ვრცლად
ეს რესურსი აქვს ქვეყნის ბიუჯეტს და შეგვიძლია, ასეთი შეღავათი დავუშვათ - გია ვოლსკი საგადასახადო ინიციატივაზე

ახალ საგადასახადო ინიციატივას განიხილავენ დღეს დეპუტატები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე - საუბარია ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარის გაუქმებაზე.

ცვლილების შედეგად, 81 000 მოქალაქეს ქონების გადასახადი სრულად გაუუქმდება, 100 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში კი, განაკვეთი 1% იქნება.

ინიციატივას მხარს უჭერს ოპოზიციაც, თუმცა სისტემურ შეღავათებს ითხოვს. კანონპროექტს დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ და ის კვირის ბოლომდე დამტკიცებული უნდა იყოს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, ქვეყნის ბიუჯეტს აქვს რესურსი, რომ მსგავსი შეღავათი დაუშვას.

"საგადასახადო კოდექსი მუშავდება, საკმაოდ ვრცელია, ძალიან ბევრი ასპექტით, ამ თემაზე ახლა მიმდინარეობს მუშაობა ფინანსთა სამინისტროსთან, ექსპერტებთან.

წლის ბოლომდე გამოვყავით ერთი საკითხი, რომელიც ქონების გადასახადს ეხება. ვფიქრობ, ძალიან წარმატებული ნაბიჯია. ეს რესურსი აქვს ქვეყნის ბიუჯეტს და ჩვენ შეგვიძლია ასეთი შეღავათი დავუშვათ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები