26 სექტემბერი 2026,   02:26
ვრცლად
"შეხვედრა იყო მეგობრული, ძლიერი და წარმატებული - მოუთმენლად ველი მომავალ შეხვედრას!" - დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებები შეაჯამა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მხარეები მომავალ მოლაპარაკებებს ნოემბერში ჩინეთში, ხოლო დეკემბერში მაიამიში G20-ის სამიტზე გამართავენ.

"პრეზიდენტი სი და ქალბატონი პენი ვაშინგტონიდან დაიძრნენ და ჩინეთისკენ მიემგზავრებიან. შეხვედრა იყო მეგობრული, ძლიერი და წარმატებული როგორც ჩინეთისთვის, ისე აშშ-ისთვის. ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ნოემბერში, ჩინეთში, ხოლო შემდეგ - დეკემბერში, G20-ის სამიტზე, მაიამიში (ფლორიდა).
ბევრი რამ უკვე გაკეთდა და კიდევ ბევრი რამ გაკეთდება.

მოუთმენლად ველი ჩვენს მომავალ შეხვედრას!" 

მანამდე კი ტრამპი წერდა რომ ჩინეთის ლიდერთან შეხვედრები ძალიან პროდუქტიული იყო და რომ წინ "მნიშვნელოვანი სიახლეებია".

როგორც ტრამპმა აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა "ხელოვნური ინტელექტისთვის" ახალი სახელის დარქმევის საკითხიც განიხილეს.
მისივე თქმით, ჩინეთის ლიდერსაც მოეწონა იდეა, რომ ტერმინი "სუპერინტელექტით" (Super Intelligence) ჩაანაცვლონ და დასძინა, რომ ამაზე შეხვედრის მონაწილეებიც შეთანხმდნენ.

 

დღის ამბები