ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და მოტობლოკები გადაეცათ.
ღონისძიებაზე, ასევე გაიმართა ახალი პროგრამის პრეზენტაციაც, რომელიც დევნილი მოსახლეობის სამეწარმეო და პროფესიული უნარების განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას ითვალისწინებს.