20 სექტემბერი 2026,   15:50
ვრცლად
ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს - ბათუმის მერია მოსახლეობას ზარალს აუნაზღაურებს

ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სპეციალური სამსახურები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე იმყოფებიან.

მოსახლეობას ზარალს ბათუმის მერია აუნაზღაურებს. საკითხს სტიქიის სალიკვიდაციო კომისია განიხილავს.

გუშინ, ინტენსიური წვიმის შედეგად, 10-მდე ქუჩა, ასევე საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. შეფერხებული იყო ტრანსპორრის მოძრაობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ ზღვისპირა ქალაქში მოსული წვიმის ოდენობა მთელი თვის ნორმაზე თითქმის ორჯერ მეტია.

დღის ამბები