18 სექტემბერი 2026,   22:29
ვრცლად
ლატვია გმობს 2026 წლის 18 სექტემბერს საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებს" - ლატვიის საგარეო უწყება

ლატვია გმობს 2026 წლის 18 სექტემბერს საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებს" - ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ლატვიის საგარეო უწყება ასევე გამოხატავს მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში:

"ამ არჩევნების ჩატარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ლატვია არ აღიარებს მათ ლეგიტიმურობას.

ლატვია მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. "დამოუკიდებლობის" აღიარება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები