ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ნორვეგია არ აღიარებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დღეს ჩატარებულ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებს"
"რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაცია და სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს. ჩვენ არ ვაღიარებთ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დღეს ჩატარებულ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებს" - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.