გარიგებულები, მოღალატეები და გაყიდულები, - ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" შორის კვლავ ურთიერთბრალდებები ისმის. სააკაშვილის პარტიაში ოპოზიციური ველის გასუფთავებაზე საუბრობენ, მათგან წასულებს ღალატში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ემიჯნებიან ყველას, ვინც მიხეილ სააკაშვილს უპირისპირდება.
კონტრბრალდებებით პასუხობენ ყოფილ თანაგუნდელებს ადრესატები. ნიკა გვარამიამ დღეს სააკაშვილს მოუწოდა, თქვას მეტი, რა მოხდა რეალურად "ნაციონალურ მოძრაობაში".
"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ციხე რომ შიგნიდან გატყდა, ეს მიხეილ სააკაშვილმა უკეთ იცის.
"მიმოიხილონ თავისი პარტიის წარმომადგენლების პოსტები და შეურაცხყოფებიც. დიდი ხანია, ერთმანეთს არ თაგავენ იაგო ხვიჩიები და ეგენი? არ მიმაჩნია ანა წითლიძე ფიგურად, რომელსაც მე უნდა ვესაუბრო. არც იაგო ხვიჩია თან, წაიკითხეთ, რას ლაპარაკობს ეს ხალხი ჩემზე, რა ტონალობაში და რა სიტყვებით. როგორ შეიძლება მათ სერიოზულად ველაპარაკო? რა ჰქონდა მიშას, რომ მე გამეძარცვა? ის, რომ მე მომცემს ხმები? ადამიანებს პოლიტიკური გემოვნება ეცვლებათ ხოლმე.
ციხე რომ შიგნიდან გატყდა, ეს მიშამ იცის უკეთესად და მოყვეს მაშინ, ვინ რა გააკეთა. მე წარმოდგენა მაქვს იმაზე, რა მოხდა", - აცხადებს ნიკა გვარამია.